ჩვენს შესახებ
კომპანია ამბარი უკვე 4 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე, რომელიც აერთიანებს ფუდისა და საყოფაცხოვრებო მიმართულებებს და ამჟამად წარმოდგენილია 26 ფილიალით საქართველოს მასშტაბით და გაფართოება აქტიურად გრძელდება!
Ambari არის განვითარების ეტაპზე მყოფი, მზარდი კომპანია, რომელიც აძლიერებს სტრუქტურას და ქმნის სტაბილურ სამუშაო გარემოს!
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (13:00-22:00 სთ-მდე ) ან 2 დღე მუშაობა და 2 დღე დასვენება 09:00-22:00სთ-მდე
თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე
რას გთავაზობთ?
- სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობა;
- პროფესიულ განვითარებას B2C და B2B ვაჭრობის სფეროში;
- ფიქსირებული ანაზღაურება: სრული განაკვეთი 1050-1200 ლარი
- დამატებითი ბონუსი გაყიდვების გეგმის შესრულების შემთხვევაში
გეგმა არის რეალისტური და შესრულებადი.
ბონუსი ეფუძნება ფილიალის გუნდურ შედეგს — როდესაც გუნდი ერთობლივად მუშაობს ხარისხიან მომსახურებაზე და გაყიდვების ზრდაზე, იზრდება როგორც ფილიალის შედეგი, ასევე თანამშრომლების შემოსავალი. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი ქმნის ძლიერ შედეგს!
- რეალური შიდა დაწინაურებისა და წინსვლის შესაძლებლობის პოლიტიკა,
თუ ვხედავთ პოტენციალს, პასუხისმგებლობას და შედეგს — თანამშრომელს ვეხმარებით პოზიციურად გაიზარდოს.
გვყავს თანამშრომლები, რომლებმაც მოლარე-კონსულტანტის პოზიციიდან გადაინაცვლეს ადმინისტრატორის, მერჩენდაიზერის, ფილიალის, კატეგორიისა და ტრენინგ მენეჯერულ პოზიციებზე.
ძირითადი მოვალეობები:
● დაქვემდებარებული ცვლის პერსონალის მართვა
● მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება, მითვლა და დასაწყობება;
● სავაჭრო დარბაზში პროდუქციის FIFO (ვადით ახალი პროდუქცია დახლზე/ თაროზე იდება ნაკლები ვადის მქონე პროდუქტის უკან) სტანდარტით განლაგების უზრუნველყოფა;
● გასაყიდი ფასის ცვლილების შემთხვევაში ახალი ფასმაჩვენებლის დროულად შეცვლის უზრუნველყოფა;
● დახლებზე/ თაროებზე პროდუქციის დროულად შევსების უზრუნველყოფა;
● სავაჭრო დარბაზში პროდუქციის ვადების კონტროლის და ვადაგასული პროდუქციის დახლიდან/თაროდან დროულად აღების უზღუნველყოფა;
● პროდუქციის გეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება;
● დაქვემდებარებულ პოზიციებზე სტაჟიორის აყვანის შემთხვევაში, მისი პირადი მენტორობა და პრაქტიკული სწავლება;
● სალარო ოპერაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, სალაროზე მომსახურების ხარისხის კონტროლი, სტანდარტიდან გადახვევის შემთხვევაში ჩართულობა და ხარვეზის დროულად აღმოფხვრა;
● უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.
ძირითადი მოთხოვნები:
● აუცილებელია სავაჭრო ობიექტში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
● სალარო ოპერაციების წარმოების გამოცდილება;
● საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
პიროვნული უნარები:
● მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
● ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;