ჩვენს შესახებ
კომპანია ამბარი უკვე 4 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე, რომელიც აერთიანებს ფუდისა და საყოფაცხოვრებო მიმართულებებს და ამჟამად წარმოდგენილია 26 ფილიალით საქართველოს მასშტაბით და გაფართოება აქტიურად გრძელდება!
Ambari არის განვითარების ეტაპზე მყოფი, მზარდი კომპანია, რომელიც აძლიერებს სტრუქტურას და ქმნის სტაბილურ სამუშაო გარემოს!
https://oneprice.ge/
სამუშაო გრაფიკი:
- სრული განაკვეთი: 2/2-ზე, 09:00-22:00 სთ-მდე;
- ნახევარი განაკვეთი: 2/2-ზე, 6 საათიანი სამუშაო დრო
- რეზერვი: მოქნილი გრაფიკი (შეთანხმებით)
თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე
რას გთავაზობთ?
- სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობა;
- პროფესიულ განვითარებას B2C და B2B ვაჭრობის სფეროში;
- ფიქსირებული ანაზღაურება: სრული განაკვეთი 900-1000 ლარი, ნახევარი განაკვეთი 510-600 ლარი, რეზერვი-გამომუშავებით
- დამატებითი ბონუსი გაყიდვების გეგმის შესრულების შემთხვევაში
გეგმა არის რეალისტური და შესრულებადი.
ბონუსი ეფუძნება ფილიალის გუნდურ შედეგს — როდესაც გუნდი ერთობლივად მუშაობს ხარისხიან მომსახურებაზე და გაყიდვების ზრდაზე, იზრდება როგორც ფილიალის შედეგი, ასევე თანამშრომლების შემოსავალი. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი ქმნის ძლიერ შედეგს!
- რეალური შიდა დაწინაურებისა და წინსვლის შესაძლებლობის პოლიტიკა,
თუ ვხედავთ პოტენციალს, პასუხისმგებლობას და შედეგს — თანამშრომელს ვეხმარებით პოზიციურად გაიზარდოს.
გვყავს თანამშრომლები, რომლებმაც მოლარის პოზიციიდან გადაინაცვლეს ადმინისტრატორისა და ფილიალის, კატეგორიის, ტრენინგ მენეჯერულ პოზიციებზე.
ძირითადი მოვალეობები:
• მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მისი მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის შეთავაზება და არჩევანის გაკეთებაში დახმარების გაწევა.;
• პროდუქციის თაროებზე განაწილება კომპანიის არსებული სტანდარტების მიხედვით;
• საჭიროების შემთხვევაში ახალი ფასმაჩვენებლების მიღება ადმინისტრატორისგან და სავაჭრო დარბაზში მისი დროულად შეცვლა;
• პროდუქტის ზოგადი მახასიათებლების შესწავლა;
• მიმდინარე აქციების ცოდნა და მომხმარებლებისათვის შეთავაზება;
• სალარო ოპერაციების სწორად შესრულება;
• სავაჭრო დარბაზში პროდუქციის ვადების კონტროლის და ვადაგასული პროდუქციის დახლიდან/თაროდან დროულად აღების უზღუნველყოფა;
• სისუფთავის და წესრიგის დაცვა;
• უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან;
���� საქართველოს მასშტაბით | მზარდი საერთაშორისო ბრენდი