ჩვენს შესახებ
კომპანია აერთიანებს ფუდისა და საყოფაცხოვრებო მიმართულებებს და წარმოდგენილია 26 ფილიალით საქართველოს მასშტაბით.
აქტიური გაფართოების ეტაპზე ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებიც გახდებიან ჩვენი გუნდის ნაწილი და მიიღებენ მონაწილეობას ახალი ფილიალების გახსნაში.
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 19:00
- ლოკაცია: ქ. თბილისი, (შესაძლებელია მივლინება საქართველოს მასშტაბით)
- მივლინების ხარჯები სრულად ანაზღაურდება
ანაზღაურება
- მერჩენდაიზერი: ფიქსირებული ხელფასი: 1500 ლარი (Net) ივნისის თვიდან
- სტაჟიორი მერჩენდაიზერი ფიქსირებული ხელფასი: 700 ლარი (Net) (მაისის თვე)
პოზიციის შესახებ
აღნიშნული პოზიცია წარმოადგენს 5-თვიან პროექტს, რომელიც დაკავშირებულია ახალი ფილიალების გახსნის პროცესებთან.
პროექტის დასრულების შემდეგ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა (თუ მათი მხრიდანაც იქნება დაინტერესება) გაიარონ დამატებითი შეფასება და დასკვნითი გასაუბრება.
შეფასების შედეგების მიხედვით, საუკეთესო კანდიდატებს შევთავაზებთ გრძელვადიან თანამშრომლობას კომპანიაში და კარიერული განვითარების გაგრძელებას.
ძირითადი მოვალეობები:
- ფილიალის გახსნაში სრულფასოვანი მონაწილეობის მიღება,
- უშუალო ხელმძღვანელისგან პლანოგრამის/ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტის მიღება და მის შესაბამისად დახლზე/თაროზე პროდუქციის განლაგება;
- ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და იდეების გენერირება;
- დახლზე/თაროზე პროდუქციის FIFO მეთოდით (ვადით ახალი პროდუქცია დახლზე/თაროზე იდება ნაკლები ვადის მქონე პროდუქტის უკან) და შესაბამისი პლანოგრამის დაცვით განლაგება;
- გადალაგებების დროს, დახლებზე ფასების კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.
მოთხოვნები
- მერჩენდაიზინგის ან საცალო ვაჭრობის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- ვიზუალური მერჩენდაიზინგის თანამედროვე სტანდარტების ზოგადი ცოდნა
- პროდუქტის ეფექტურად განლაგებისა და სივრცის ორგანიზების უნარი
- კრეატიულობა და იდეების გენერირების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- საქართველოს მასშტაბით მივლინებებისთვის მზადყოფნა
- გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა