ჩვენს შესახებ
კომპანია ამბარი აერთიანებს ფუდისა და საყოფაცხოვრებო მიმართულებებს და ამჟამად წარმოდგენილია 52 ფილიალით საქართველოს მასშტაბით.
Ambari არის განვითარების ეტაპზე მყოფი, მზარდი კომპანია, რომელიც აძლიერებს სტრუქტურას და ქმნის სტაბილურ სამუშაო გარემოს!
სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე, 2 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება,
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #64ა
ანაზღაურება: 1200ლ
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტზე უსაფრთხოების სისტემების (სიგნალიზაცია, საგანგაშო პულტი და სხვა, არსებობის შემთხვევაში) გამართულობის კონტროლი, ხარვეზის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება და დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა.
- კამერების/მონიტორის გაუმართაობის შემთხვევაში, ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის მხრიდან ინფორმაციის მიღებისას ობიექტზე დაკვირვების განხორციელება, ხარვეზის აღმოფხვრამდე.
- ობიექტზე შემოსული მომხმარებლების კონტროლი, ჩანთების/პარკების შესაბამის საცავში შენახვის მოთხოვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შესრულების უზრუნველყოფა.
- მომხმარებლის მხრიდან შემოტანილი პროდუქტის დასტიკერება.
- ობიექტზე არსებული უკანონო ან/და კომპანიისთვის ზიანის მომტანი ქმედების შემთხვევაში უშუალოდ ჩართულობა და პრობლემის აღმოფხვრა.
- ობიექტზე არსებული უკანონო ან/და კომპანიისთვის ზიანის მომტანი ქმედების შემთხვევაში ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის ინფორმირება და შესაბამისი ვიდეო ჩანაწერის შენახვის უზრუნველყოფა.
- ობიექტზე წესრიგის კონტროლი და დარღვევის შემთხვევაში უშუალოდ ჩართულობა და პრობლემის აღმოფხვრა.
- საჭიროების შემთხვევაში საგანგაშო პულტის ამოქმედება, დაცვის სამსახურის გამოძახება და არსებული პრობლემის სრულფასოვნად შეტყობინება.
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დროის მართვის უნარი
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება